ჰიმალაიზე გაუჩინარებული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს

ჰიმალაიზე გაუჩინარებული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს

ჰიმალაიზე გაუჩინარებული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ნაპოვნია მხოლოდ 5 ცხედარი. 4 ბრიტანელი, 2 ამერიკელი, 1 ავსტრალიელი და 1 ინდოელიც 25 მაისს გაუჩინარდნენ.

მთამსვლელები ინდოეთში სიდიდით მეორე უმაღლეს მწვერვალზე ასვლას ცდილობდნენ. ჯერ უცნობია, რა ვითარებაში და რა მიზეზით დაიკარგნენ ისინი.