დავით მათიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

დავით მათიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტებთან საუბარში მათიკაშვილი ელენე ხოშტარიასა და გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

„ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რომ ეცადოს, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს. მათი მხრიდან მსგავსი რამ ყველა არჩევნებზე ხდება, მაგრამ როგორც წესი, ეს ყველაფერი იმ დასკვნებით არ დასტურდებოდა, რაც არჩევნების შემდეგ იდებოდა. ოპოზიციური პარტია ცდილობს, საზოგადოება არასწორი, დეზინფორმაციული, გადამეტებული და გაფერადებული ინფორმაციებით მოატყუოს. მთაწმინდაზე უპრეცედენტოდ ღია და გამჭირვალე წინასაარჩევნო პროცესია. საზოგადოება ხმას ღირსეულს მისცემს და ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება. ასეთი სახით მანიპულირება მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ მაშინ, როცა მათთვის ცნობილია, მოსახლეობა მხარს ვის უჭერს. ჩვენი კანდიდატი ნომერ პირველია და ეს მეორე ტურში დადასტურდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.