ავსტრალიაში თოვლი მოვიდა

ავსტრალიაში თოვლი მოვიდა

ავსტრალიის სუბტროპიკულ ნაწილში მდებარე ქუინსლენდის შტატში თოვლი მოვიდა. ამის შესახებ BBc წერს.

ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა თოვლს „იშვიათი“ მოვლენა უწოდა. ამ შტატში ბოლოს 2015 წელს მოთოვა.

თოვლს თან ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი, ამიტომაც მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ავსტრალიაში ივნისი ზამთრის დასაწყისად ითვლება.