პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების მეტი შანსი აქვს. პოლიტოლოგის განმარტებით, აღნიშნულს თავად ლადო კახაძის კანდიდატურა განაპირობებს.
„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსი მეტია. ნაწილობრივ ამაში თავისი როლი შეასრულა თვითონ კანდიდატურამ. მე მგონი, შავგულიძის კანდიდატურა ოპოზიციისთვის მომგებიანი არ იყო“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებსა და ამ მხრივ კანდიდატებს შორის სხვაობას, რამაზ საყვარელიძეს კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ შედეგები ოპოზიციისთვის, სავარაუდოდ, „უსიამოვნო“ აღმოჩნდება.
ამასთან, პოლიტოლოგი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვას იმედოვნებს.
„დაპირისპირებას არჩევნების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს. ეს არ არის გამორიცხული არც ერთ შემთხვევაში, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მგონია, რომ ვნებათაღელვა ნაკლები იქნება,“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.