სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი რამდენიმე დღეში დუმილს დაარღვევს და ალაპარაკდება. ადეიშვილი ნიკა გვარამიას პირველი ინტერვიუს რესპოდენტი იქნება.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, მან შექმნა "youtube" არხი, რომლის პირველი სტუმარიც სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორი იქნება.
“გამოიწერეთ ჩემი არხი YOU TUBEზე. მალე პირველი ვიდეო: ინტერვიუ ზურაბ ადეიშვილთან“, - წერს გვარამია.
გვარამიას თქმით, ინტერვიუს ფორმატში ადეიშვილი წლების შემდეგ პირველად ალაპარაკდება.