ვინ ეძახდა მიხეილ სააკაშვილს

ვინ ეძახდა მიხეილ სააკაშვილს "წვინტლიან ნარკომანსა“ და "უპაკალიკო ძაღლს“?

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე "ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს “პოლიტიკურ მეძავს“ უწოდებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ექსპრეზიდენტი მეზობელ ქვეყანაში მოკლან. მისივე თქმით, სააკაშვილმა ქართულ ციხეში დიდხანს უნდა იცოცხლოს.

"სააკაშვილს მოქალაქეობა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი არა, მისმა პატრონმა, მილიარდერმა კოლომოისკიმ დაუბრუნა. დიახ, ეს ის კოლომოისკია, რომელმაც ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა მექრთამე უწოდა. სწორედ კოლომოსკიმ დააბრუნა სააკაშვილი უკრაინაში, რომელიც მიშიკოს "წვინტლიან ნარკომანსა“ და "უპაკალიკო ძაღლს“ ეძახდა. სააკაშვილი კოლომოისკის, ანუ უკრაინის რეალურ მმართველს "დაუწვა“.

სააკაშვილი უკრაინაში შეუშვეს, როგორც კოლომოისკის პოლიტიკური მეძავი! ზელენსკი, რომელიც უკრაინამ პრეზიდენტად აირჩია, ერთი უბოროტო მასხარაა! სააკაშვილიც მასხარაა, ოღონდ ბოროტი! ჰოდა, ძალიან მეცოდება უკრაინა ამ ორი მასხარის ხელში - ეს ქვეყანა პრაქტიკულად, ჩამოწერილია!

სააკაშვილი შეიძლება, უკრაინაში მოკლან! ანუ ეს ჩვენი მიშა კიდევ არ მოისვენებს და ვიღაც დაახლის კიდეც ტყვიას შუბლში! ღმერთმა კიდევ დიდხანს აცხოვროს, მისი სიკვდილი ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ვშიშობ, ისეთ არეულ ქვეყანაში, როგორიც დღეს უკრაინაა, სააკაშვილის სიცოცხლე, როგორც იტყვიან, ორი შაური ღირს! სააკაშვილმა დიდხანს უნდა იცოცხლოს, ოღონდ - ქართულ ციხეში“, - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.