"არა მგონია, ირაკლი კობახიძემ თავის სამეგობროს პრობლემები შეუქმნას“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ ოდიოზურმა მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღეს, რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და პროტესტის ხმა გაიგეს.

“პროტესტის ტალღა და საზოგადოებრივი წინააღმდეგობა იმდენად მაღალი იყო, რომ ოდიოზური მოსამართლეები მიხვდნენ იმას, რომ ქვეყანა რევოლუციამდე არ უნდა მიეყვანათ. შესაბამისად, ეს მოსამართლეები დაელოდებიან როგორი იქნება საზოგადოების რეაგირება სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას. არამგონია, ირაკლი კობახიძემ თავის სამეგობროს პრობლემები შეუქმნას“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაიფიქრა.

 

 

tngh მიკვირს, ხიდაშელ-უსუფაშვილის ოჯახი რატომ არ იღებს მონაწილეობას ამ კონკურსში???
6 წლის უკან