ინგრედიენტები
სუნელები - გემოვნებით
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ნიორი - 5-6 კბილი
ზეთი - შესაწვავად
ბადრიჯანი - 1 კგ
მომზადების წესები
გარეცხილი ბადრიჯნები დაჭერით თხლად, არ მოაჭრათ ყუნწები. შეწვით ორივე მხრიდან ზეთში.
გააცხელეთ ტაფაზე ზეთი, ჩაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, წითელი წიწაკა, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი და მარილი.
მიღებული სოუსი კარგად შეაზილეთ ბადრიჯნებს და დაალაგეთ ლამაზ ჭურჭელზე.