ან მე დავრჩები, ან კოსტავა - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნანა კოსტავას უპირისპირდება

ან მე დავრჩები, ან კოსტავა - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნანა კოსტავას უპირისპირდება

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალა ნანა კოსტავამ გადაწყვეტილება საკრებულოს დატოვებასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ ლატარიას თქმით, კოსტავას ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა ფრაქცია „კონსერვატორები-ქართული ოცნება" მან დატოვოს.

„მე ქალბატონ ნანასთან საუბარი აღარ მქონია, არ ვიცი რატომ შეიცვალა პოზიცია. მე მასთან ფრაქციაში ყოფნას აღარ ვაპირებ. ან ის დატოვებს ფრაქციას, ან მე" , - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულოს წევრს, ნანა კოსტავას ასევე ემიჯნება მმართველი პარტია.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ დღეს განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.

 

სოციალისტი კარგი ნიკოლოზ, შეგელევით როგორმე! )))
6 წლის უკან
თამაზი ეჰ ნიკოლოზ, ნიკოლოზ, ცოტას ჰომ არ აჭარბებ?
6 წლის უკან
Maverick რავა ოროსანი ბაღანასავით იყურება აი ყაზილარი, საკრებულოს თავმჯდომარეობა ლატარიაში მოიგო თუ არჩევნებში?!
6 წლის უკან