ალბანეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ალბანეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ალბანეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დედაქალაქ ტირანაში პარლამენტთან რამდენიმე ათასი ადამიანი პრემიერ მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვდა. ამის შესახებ France 24 წერს.

მანიფესტანტების ნაწილმა პოლიციელებს აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინა. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ალბანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 10 პოლიციელი და აქციის 3 მონაწილე.

ალბანეთში საპროტესტო აქციები თებერვლიდან მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს გადადგეს პრემიერმინისტრი ედი რამა, რომელიც ამ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს და ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.