სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სააპელაციო სასამართლოსს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.
ეს ფოტოები ზუსტად 1 წლის წინ, 2018 წლის 3 ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, 1 წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!