თადუმაძეს ვასაძე შეცვლის - თავაძეს კობახიძე?

თადუმაძეს ვასაძე შეცვლის - თავაძეს კობახიძე?

არაოფიციალური ინფორმაციით, მოქმედი გენერალური პროკურორი, უზენაესი სასმართლოს მომავალი თავმჯდომარის პოსტზე მმართველ გუნდ უკვე შერჩეული ჰყავს. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ 10 თვიანი მუშაობის შემდეგ, მთავარმა პროკურორმა მთავარი საგამოძიებო უწყების დატოვება გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია თადუმაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის და "ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო და მის ნდობით აღჭურვილთა წრეს განეკუთვნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, მის ადგილს მისი ამჟამინდელი მოადგილე მამუკა ვასაძე შეცვლის, რომელიც მოსამართლეობის მსურველთა სიაშია.

მოსამართლეობის მსურველთა სიაშია საკონსტიტუციო სასმართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძეც, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვადა ეწურება.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასმართლოს ახალ თავმჯდომარეს - არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ გუნდში ამ პოსტზე პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.