ჩუღურეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. რაიონში არსებული 13 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ღია ცის ქვეშ მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გიორგი ვოლსკი და საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე დაესწრნენ. მათ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
კონცერტის პარალელურად, სტუმრების განწყობის ამაღლებაზე, ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ასევე, გაიმართა საპნის ბუშტების შოუ და სხვადასხვა გასართობი თამაშობა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახის მომხატველებმა. სტუმრებს საჩუქრად დაურიგდათ ბამბის ნაყინი და ბრენდირებული ბუშტები.