საქართველოში უჩვეულოდ დაცხება - მომდევნო დღეებში ტემპერატურა +36 გრადუსს გადააჭარბებს

საქართველოში უჩვეულოდ დაცხება - მომდევნო დღეებში ტემპერატურა +36 გრადუსს გადააჭარბებს

3 ივნისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა +32, +37, სანაპირო რაიონებში +27, +33, მთაში +29, +34, მაღალმთაში +24, +29 გრადუსამდე მოიმატოს.

მომდევნო დღეებში სიცხე იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ბარში ტემპერატურა +35, +36 გრადუსს მიაღწევს, ხოლო მთაში ნავარუდევია +27, +29 გრადუსი სითბო.

სინოპტიკოსების ცნობით საქართველოს დედაქალაქში განსაკუთრებით სამშაბათიდან დაცხება, როდესაც ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ოთხშაბათს +37 გრადუსია ნავარაუდევი. მომდევნო 4-5 დღის განმავლობაში ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის.