ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს

ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს

დიახ, ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს. იმიტომ, რომ რაც არ უნდა დაგვაბრალონ, თავად ცილისმწამებლებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მე ვარ რეალურად პროქართული პოლიტიკოსი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" თამვმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წლებია დემოკრატიულ მოძრაობას ათასგვარ კლიშეებს „აკერებენ", პარტიამ ბევრი უსამართლობის და ცილისწამების ტალღა გადაიტანა, მაგრამ ამან მხოლოდ გააძლიერა.

„მათ იციან, რომ ვერ შემაშინებენ და ვერ მიყიდიან! მათ კარგად ესმოდათ და ესმით, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ადამიანები, რომლებმაც დიახ, 26 მაისს დავამთავრეთ სააკაშვილი და ახლა აუცილებლად დავასრულებთ საქართველოში ერთპიროვნულ ფეოდალურ მმართველობას.ეს იცის იმ უამრავმა ადამიანმა, რომელიც ყოველთვის მიჭერდა მხარს და მომავალში კიდევ მეტი დაგვიდგება მხარში.

ჩვენ გვყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც გონებით აკეთებს არჩევანს. რომელიც ხედავს, ვინ გააკეთებს რეალურად საქმეს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, სუვერენიტეტს, საზღვრებს, ერთიანობას და მორალურ, ზნეობრივ ღირებულებებს. დღეს პოლიტიკოსთა უმრავლესობა სხვა უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უპირისპირდება მეორე უცხო ქვეყანას. საქართველოს ინტერესები კი უგულებელყოფილია. ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ",-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Maverick ეჰ, ნინო, ნინო, ვერ ხვდები, რომ აქეთ-იქეთ ხტუნაობამ, იმასთან-ამასთან ალიანსში ყოფნამ ნამეტნავად გაგიტეხა სახელი ამომრჩეველთა თვალში.
P.S. ეს "პოლიტიკოსები" ვერა და ვერ მიხვდნენ ქართველი ამომრჩეველის კრედოს, შინაგან ბუნებას. არადა ზედაპირზე დევს, უბრალოდ უნდა დახედო და შეიცნო. განვმარტავ:
ქართველი ამომრჩეველის კრედო, ბუნება ასეთია, არავის პატოიობს ტყუილს, ღალატს, უღირს საქციელს, მოწინააღმდეგე მხარის დაუმსახურებელ ლანძღვა-გინებას, მითუმეტეს მათგან ვინც ორმაგ სტანდარტებში არიან შემჩნეულები და სიცრუის ველზე თავისუფლად დანავარდობენ!...
6 წლის უკან
Maverick თუმცა, ლიბერალებს და მით უფრო ლიბერტარიანებს რაც არ უნდა გეჩიჩინოთ მაინც ვერ მიხვდებით ამ ღირებულებების მნიშვნელობას, რადგან ქართველი სულით, ხორცით, გულით, გონებით არ ხართ!
6 წლის უკან