ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოძრაობა "ერთად სახლში - საქართველომ" ბავშვების მონაწილეობით აქცია გამართა. აქციაზე სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტებით გამოვიდნენ.
როგორც აქციის ორგანიზატორმა ლექსო აკობიამ განაცხადა, ბავშვები, რომლებიც აქციაზე იმყოფებიან, არიან საკუთარი ნებით გამოსულები და ეს შეთანხმებულია მათ მშობლებთან.
"ვაპროტესტებთ დღევანდელ ვითარებას და გვინდა რომ ხელისუფლებას მივაწვდინოთ ხმა. პირველ რიგში რუსეთი არის ოკუპანტი, გვინდა მივაწვდინოთ ხმა რომ დღეს 70000 ბავშვი შიმშილობს და არა რუსეთს. განაცხადა აკობიამ.