„სახუმარო აღარ არის. სახიფათო ფორმები შეიძლება შეიძინოს. ასეთი ეპიზოდი გვქონდა დავით-გარეჯთან დაკავშირებით“

„სახუმარო აღარ არის. სახიფათო ფორმები შეიძლება შეიძინოს. ასეთი ეპიზოდი გვქონდა დავით-გარეჯთან დაკავშირებით“

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წმინდა ნინოს დღესასწაულზე, მრევლთან ერთად ჯვრით ხელში, წმინდა ნინოს გზის გავლას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ყველა აღმსარებლობის ადამიანის პრეზიდენტი და საერო პირისგან საკუთარი რწმენის საჯარო დემონსტრირებ ერთმორწმუნეობის პრიორიტეტულობასთან მივყავართ.

„ყველა მორწმუნე პატივისცემას იმსახურებს. ამასთანავე, საერო პირისგან ამის აქცენტირებული საჯარო დემონსტრირება თვითონ მისივე სარწმუნოების ძირითად მცნებებთან შედის წინააღმდეგობაში. და თუ ეს საერო პირი საერო ხელისუფლებას წარმოადგენს მრავალეროვან ქვეყანაში, ეს უკვე სახუმარო აღარ არის და სახიფათო ფორმები შეიძლება შეიძინოს. ერთი ასეთი ეპიზოდი უკვე გვქონდა დავით-გარეჯთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პრობლემამ ლამის რელიგიური, მსოფლმხედველობრივი განზომილება შეიძინა. პრეზიდენტი უნდა იყოს მორწმუნე და ეს მისასალმებელია. მაგრამ, ამასთანავე თუ რამის აქცენტირებულად დემონსტრირებას უნდა ახდენდეს, ეს არის ის, რომ ის ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტია, მართლმადიდებლის, კათოლიკეს, მუსულმანის და ა.შ. იმ ნარატივს კი, რომლის დემონსტრირებასაც ის ახდენს, მივყავართ ერთმორწმუნეობის პრიორიტეტულ პრინციპთან, ანუ გასაგაებია სადაც" - წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქზე.

სოციალისტი თქვა რუქამ(ხუხამ) არაკი! გაიტანეთ ეს მაქცია, გაიყვანეთ საჯარო სივრციდან, გაგვარიდეთ... ამის მოსაწონი ხომ ვერავინ ვერაფერი ქნა საქრთველოშ! წადი ძმაო დაგვანებე თავი - საერთოდ თუ არ გინდა წასვლა, შვებულებაში მაინც წადი 24 დღით! დაგვასვენე!!! შენი ბედი დავით IV-ის მეფობის დროს, რომ არ მოგიწია ცხოვრება თორემ, რახანია ძელზე იქნებოდი გასმული!
6 წლის უკან