პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სვამს კითხვას, როდის უნდა გადავინაცვლოთ მოდელირებულიდან რეალურ სამყაროში.
„ამიტომ, კვლავ და კვლავ ვემხრობი იმას, რომ შეფასება გაკეთდეს. „ნაცმოძრაობის“ შეფასება რომ მომხდარიყო დღეს ბოკერია აქტიური პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნებოდა. პიროვნულად ბოკერიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა კრიტიკულად ფასდება, ეს უფრო გაბედულად, ომახიანად უნდა ითქვას.
მუდმივად კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ბოკერიას რა უნდა პარლამენტში. როდის უნდა გადავინაცვლოთ მოდელირებულიდან რეალურ სამყაროში“ „ბოკერია“ თუ იარსებებს, მერე, პოლიტიკაში ადვილად გაჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩათვლის, რომ შეიძლება შევიდეს საკანში და მასზე იძალადოს ვისაც მტრად ჩათვლის“, - აღნიშნა „საერთო გაზეთთან“ რამაზ საყვარელიძემ.