"რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ ეს თავში ავარდნილი ყეყეჩები?"

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით ქართველი მწერლების შესახებ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.

"არ მახსოვს ბოლოს ასე რისი შემრცხვაო” -ამბობს ერთ-ერთი ამათთაგანი და აკრიტიკებს განათლების მინისტრის მოადგილეს იმის გამო,  რომ ის თურმე არ შეხვდა ვიღაც გამომცემლებს…

აი, თქვენი არ ვიცი, და მე პირადად, იმისი შემრცხვა მაგრად, თქვენ რომ “ქართველი მწერლები”  გქვიათ და “ქართული მწერლობის” დღევანდელ სახეს თქვენ ნაჯღაბნები რომ წარმოადგენს!

მუქთამჭამელების ბანდა! ერთი ვინმემ ამიხსენით – ესენი რატომ არიან “მწერლები” და მე რატომ არ ვარ მწერალი? ან სხვა უამრავი  ადამიანი, რომელიც ამათზე ბევრად ნიჭიერად წერს, რატომ არ არიან მწერლები? ეს მუქთახორები რატომ უნდა დააფასოს სახელმწიფომ?

მაიტა, მაშინ ჩვენც დაგვაფინანსონ, კაცო, ამათზე  ნაკლებს ვწერთ რამეს თუ როგორაა საქმე? ამათ ვინ მისცა უფლება “მწერლობას” რომ ასე "ნაგლად" პრივატიზებას უკეთებენ?

ეს ჭიდაობა ხომ არაა დავეტაკოთ ერთმანეთს და  ვინც მეორეს წააქცევს – ის უკეთესი მოჭიდავეა? საიდან არკვევთ ვინ უკეთესი მწერალია? რა ობიექტური საზომი გაქვთ ამის? და ვიდრე მომავალი იტყოდეს – ვინ არის მართლა მწერალი და ვინ არა, მითხარით, რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ ეს პრივილეგირებული თავში ავარდნილი ყეყეჩები? მართლა მაგრად მრცხვენია, რომ ამათ ეწოდებათ დღეს “ქართველი მწერლები” და “გამომცემლები”… ტეხავს", - წერს ბაკურ სვანიძე.

amo გეთანხმებით ბაკურ. იქნებ ვისაც ამ ამბის მოეკითხება იმან აგვიხსნას, რატომ არ გვეთანხმება.
6 წლის უკან
Maverick მაგ წერაზე მყოფ "მწერლებს" "საბა" ხაზარაძე აღარ ყავთ, მუქთა ჰონორარები, პრემიები და რამე... დააკლდათ და ძუძუს ეძებენ.
სხვათაშორის, ერთერთი მათგანი ადრე სხვანაირად ჭიკჭიკობდა საკუთარი "შემოქმედების" უზენაესობაზე, ახლა კი სხვანაირად
ჭიკჭიობს.
ჰოდა... მასეთ მოჭიკჭიკეზეა ნათქვამი: "რამდენი ჩიტი ჭიკჭიკობს, იმდენი სკინტი ...ოოო"!
უკაცრავად, სახელი თავად ჩაწერონ!
6 წლის უკან