ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეობის მსურველთა 144 პირიანი სიის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა ის 10-კაციანი სია და მისი წარდგენის მეთოდი არ ვარგოდა, დასტური! ეხლა 144-კაციანი სიაა და ყველას შეუძლია იხილოს, იმსჯელოს, გაზომოს, შეაფასოს და ა.შ. მაგრამ ესეც არ მოსწონთ. იქნებ იმიტომ, რომ სიაში მათთვის სასურველი ხალხი ვერ აღმოაჩინეს?!.
იურიდიულ წრეებთან შეხება არ მაქვს და პრეტენდენტების ავ-კარგიანობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შარშან დანიშნული მთავარი პროკურორის მიერ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, არ მგონია მთლად გონივრული და ადექვატური.