“მოკლედ, უზენაესი სასამართლო კლოაკაა, სადაც ივანიშვილი მოსა$#მელად ივლის ხოლმე. ეგაა მთელი ამბავი”

“მოკლედ, უზენაესი სასამართლო კლოაკაა, სადაც ივანიშვილი მოსა$#მელად ივლის ხოლმე. ეგაა მთელი ამბავი”


ივნისი 1, 2019

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესის თავმჯდომარედ, საკონსტიტუციოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე და პროკურატურის ჯალათი მოადგილე მამუკა ვასაძე – უზენაესის მოადგილეებად. საკონსტიტუციოს თავმჯდომარის გამონთავისუფლებულ ადგილზე – ირაკლი კობახიძე.

ჩინჩალაძე-მურუსიძე დაბლა ინსტანციებში, სადაც რეალურად კლანია განფენილი და სადაც ძირითადად მიიღება გადაწყვეტილებები. მანდ წყდება რეალურად ყველაფერი, უზენაესი ისედაც მუზეუმია ლამის და ახლახანს დანიშნულ თადუმაძეს პროკურატურიდან ზუსტად იმიტომ უშვებენ, პროკურატურაც ლამის მუზეუმი გახდა. თუმცა, ჩინჩალაძე მაინც გადაგდებულად ჩათვლის თავს და მძიმედ გადაიტანს.

მოკლედ, უზენაესი კლოაკაა, სადაც ივანიშვილი მოსაფსმელად ივლის ხოლმე. ეგაა მთელი ამბავი

Maverick ეს "აბორტის ნსხვერპლი" კიდევ ტივტივებს?
6 წლის უკან