ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი დაიწყო, სადაც მასობრივ სარაგბო შეჯიბრებაში 10-წლამდელთა 15 გუნდის 200 მოთამაშე მონაწილეობს.
ფესტივალის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და ნაკრების მოთამაშეები.
პრემიერმა ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრად ბურთები გადასცა.
„მშობლებს მოვუწოდებ, რომ შვილები სპორტის სხვადახვა სახეობებზე შეიყვანონ. აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრები მალე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და მინდა, რომ გუნდს წარმატებები ვუსურვო“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.