გენერალური პროკურორი შესაძლოა მოსამართლე გახდეს

გენერალური პროკურორი შესაძლოა მოსამართლე გახდეს

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილს გამოთქვამენ. 

ორივე მათგანი იუსტიციის საბჭოში კანდიდატად არიან დარეგისტრირებულნი. ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატთა სიის გასაჯაროების შემდეგ გახდა ცნობილი. 

შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებს. მანამდე კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ასევე ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ.