15 წელია, რაც ჩემთვის ეს დღე ძალადობისა და უსამართლობის სიმობოლოდ იქცა - რას წერს „რუსთავი2

15 წელია, რაც ჩემთვის ეს დღე ძალადობისა და უსამართლობის სიმობოლოდ იქცა - რას წერს „რუსთავი2"-ის დამფუძნებელი?

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი ტელეკომპანიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

დვალი „ფეისბუქზე“ წერს, რომ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის ხანდაზმულობის ვადა 2 კვირაში იწურება და დამფუძნებლებს სამართლებრივი გზებით ბრძოლის საშუალება საბოლოოდ ეკარგებათ.

მისი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში დამფუძნებლები საგანგებო განცხადებასაც გააკეთებენ:

„ზუსტად 25 წლის წინ რუსთავი 2 პირველად გავიდა ეთერში. მეოთხედი საუკუნეა, რაც რუსთავი 2 მა შეუქცევადად შეცვალა მედიასივრცე და მთლიანად ქვეყანაც. უკვე 15 წელია რაც ჩემთვის ეს დღე იქცა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის და უსამართლობის სიმბოლოდ. 7 წელი სრულდება რაც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს ხელი შეგვიშალოს სამართლის ძიებაში. არ ემეტება რუსთავი 2 დამფუძნებლებისვის.. ჰოდა სულ რაღაც ორ კვირაში 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის. ეს ნიშნავს რომ ჩვენ, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, საბოლოოდ გვეკარგება შანსი სამართლებლივი გზით ვიბრძოლოთ 2004 წელს სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ. საბოლოოდ და სამუდამოდ! ამ დღეებში ჩვენ საგანგებო მიმართვას გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მანამდე კი გილოცავთ ვისთვისაც ეს დღე და ეს ტელევიზია ძვირფასია...“ - წერს დავით დვალი facebook - ზე