"პლეხანოვი" სავსეა არაბი და ირანელი "მამიდებით", რომლებსაც ლამის ბოდიშებით ელაპარაკონ" - რა მოხდა გუშინ კაფეში?

"ქართული მარშის" ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი - ბექა რევაზიშვილი მარჯანიშვილის ქუჩაზე კაფეში მომხდარ ინციდენტს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

"გუშინ "პლეხანოვზე" დააკავეს ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი გიორგი ონიანი, რომელმაც ერთ-ერთ არაბულ ბარში არაბი მიგრანტების მიერ ქართველი არასრულწლოვანი გოგოების მიმართ ჩადენილი შეურაცხმყოფელი საქციელის შემსწრე გახდა და მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა.

პოლიციამ ის ადგილზევე დააკავა, ხოლო არაბი მიგრანტები ბოდიშის მოხდით გაუშვა. ვისაც პლეხანოვზე ღამის 12 საათის შემდეგ აქვს გავლილი, ყველა დამეთანხმება, რომ არის ბარები, სადაც ქართველი მამაკაცებისგან განსხვავებით, ქართველ გოგონებს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ხვდებიან.

ახალი ამბავი არც ის არის, რომ მუსლიმანური ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები თავიანთ ბარებში ქართველ გოგოებს (ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანებს) პროსტიტუციაში რთავენ და მათ საკმაოდ შეურაცხმყოფელადაც ექცევიან.

საქართველოში პროსტიტუცია კანონით იკრძალება, მაგრამ რატომღაც პლეხანოვზე არავინ არ აკონტროლებს თუ რა ხდება ღამით ბარებში. პლეხანოვზე გვყვანან არაბი, ერაყელი და ირანელი "მამიდები", რომლებიც როენასგან განსხვავებით ხელშეუხებელნი არიან".

შეგახსენებთ, გუშინ გიორგი ონიანი პოლიციამ პლეხანოვზე დააკავა, მას ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. დღეს დილით სასამართლო პროცესი მტკიცებულებების არ ქონის გამო გადაიდო.