პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის  შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

ბავშთა დაცვის დღეს საკუთარი დროშაც გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა. ბავშვთა დაცვის დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს.