ტელევიზით რაც გადიოდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, როგორც ჩემმა ზუგდიდელმა მეგობარმა მითხრა, თითქოს, ზუგდიდის ქუჩები გვამებით უნდა ყოფილიყო მოფენილი, ხოლო ადამიანთა დაპირისპირება უნდა ყოფილიყო იმ კვალიფიკაცაზე აყვანილი, რომელსაც სამოქალაქო ომი ჰქვია, – ამის შესახებ
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პლენალურ სხდომაზე სიტყვითბ გამოსვლისას განაცახადა.
„როგორც ჩემმა ადგილობრივმა მეგობარმა მითხრა, თითქოს, ზუგდიდის ქუჩები გვამებით უნდა ყოფილიყო მოფენილი. კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, ზუგდიდელების და იმ მუნიციპალიტეტის სასახელოდ, რომ ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებული ადამიანები საკმაოდ კარგად, საკმაოდ თბილად და საკმაოდ მეზობლურად საუბრობდნენ იმისთვის, რათა მათთვის დაპირისპირების ეს ხარისხი დაგებრალებინათ.
ის კულტურა, რომელიც საკმაოდ მყარად არის ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრებული, ვერანაირად ვეღარ
შეიცვლება, ვინც არ უნდა იდგეს გარეთ, ვინც არ უნდა მოუწოდებდეს ამ თუ იმ პოზიციის მხარდასაჭერად. ყველამ კარგად იცის და ეს მოხდა რეალურად და ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ მისი არჩევანი არის მისი არჩევანი და ამაზე ზემოქმედება კატეგორიულად არავის შეუძლია. ეს არის რეალობა, რომელსაც ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.