"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, პარლამენტში "მოპარული ტელეფონით“ დადის.
პარლამენტარი მისმა მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა "ჩაუშვა".
ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლის უცნაურ ჩვევებზე წერს.
"სხვადასხვა ფეხსაცმელს რომ იცმევს, არ მენაღვლება - თითქმის ერთნაირებს ვყიდულობ. იმდენი საზრუნავი აქვს მოსიარულე გენიოსს, ფეხსაცმელი რა მოსატანია.
რაღაცნაირად რომ ახერხებს და სულ ახალთახალ პიჯაკებს იდაყვებზე გლეჯს, მაგასაც არაუშავს - "ვლატკავ" და იაროს მასე.
მაგრამ აი, დიასახლისის ტელეფონს რომ დაავლებს ხოლმე ხელს და მიდის პარლამენტში, მაგ დროს ვიძაბები. დადის ახლა ნინო და ეძებს მოწყენილი თავის ტელეფონს.
P.S. სხვათა შორის, ერთხელ ბაპტისტი ეპისკოპოსის ვაჟის პალტოთი მოვიდა“, წერს გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.