„ეს არის მთელი ქვეყნის და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა, როცა პრემიერი მოდის პარლამენტში და ელოდება სადღეგრძელოებს და ტაშს. ძალიან მძიმე სურათი გვაქვს ქვეყანაში და დღეს ეს კიდევ ერთხელ დავინახეთ" - განაცხადა „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ მინისტრის გამოსვლის დროს პარლამენტში.
მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფებოდა
"თქვენც ივანიშვილი გაკონტროლებთ, როგორც წინას. ნორმალურად მიგაჩნიათ, თქვენი წინამორბედი როგორც გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ფეისბუქფეიჯიც რომ აღარ აქვს? თქვენც რომ იგივე მოგივიდეთ, კაი იქნება?, არ ფიქრობთ მაგაზე?" - მიმართა ბოკერიამ ბახტაძეს.