“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბათუმის მერიაში მასშტაბურ დაკავებებს გამოეხმაურა:
“აჰააა, ესე იგი ნოდარ მელაძის სიუჟეტების გაგრძელებად, ბათუმის ყოფილი მერი, ერმაკოვი, მიაბრძანეს ციხეში. და რა ვიცი, მაშინ ხო კარგი იყო ერმაკოვი, რ2-ს კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა რომ არ მისცა ბათუმში და ყველა შესაძლო ლოკაციაზე ფეიკ ივენთები მოაწყო? ახლა გახდა ცუდი და კორუმპირებული?
კიდევ ბევრის დაჭერა მოგიწევთ მაშინ. ნოდარ მელაძის ქარხანა კი არ გაჩერდება, მოგაყრით და მოგაყრით“ - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.