"ფუკასავით” აგვაცალეს ბათუმის მერია" - "ნაცმოძრაობის" წევრი აჭარაში დაკავებულ მაღალჩინოსნებზე

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საკითხს გამოეხმაურნენ. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე აცხადებს, გუშინ ბათუმელებს მერიის ხელმძღვანელობა „ფუკასავით" ააცალეს, რასაც ქალაქი არ იმსახურებს.

მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებამ" ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"ფუკასავით" აგვაცალეს მთელი მერია ცხვირწინ. ბათუმელები არ იმსახურებენ ამას. აიღეთ პოლიტიკური პასუხმგებლობა საკუთარ თავზე, რაც შეეხება ამ რიგით საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან მახინჯი სისტემის მსხვერპლი, მე საკრებულოა წევრი ხმამაღლა ვაცხადებ, რომ პირადად ვიღებ ამ ადამიანებზე ვალდებლებას და ვუდგები ნაწილს თავდებში", - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

კერძოდ, დაკავებულები არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.