სავარაუდოდ ევროკომისრებს პრეზიდენტი არ შეხვდება. მიხეილ სააკაშვილი რუმინეთშია. საქართველოს პირველი პირი ევროპის სახალხო პარტიის 21-ე კონგრესზე სიტყვით უნდა გამოვიდეს. ამ კონგრესზე პარტიის პლატფორმის ორიენტაციაზე უნდა გაიმართოს და ახალი პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უნდა აირჩიონ, დაგეგმილია გაერთიანების სამომავლო გეგმებზე საუბარიც. კონგრესის ფარგლებში სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.