ერთ დღესაც ზუსტად მასე უნდა დავდგეთ ყველა, ხელები აღვაპყროთ ზევით და ერთად ვიყვიროთ – მიიშააა შეე *ეეეოოო!

ერთ დღესაც ზუსტად მასე უნდა დავდგეთ ყველა, ხელები აღვაპყროთ ზევით და ერთად ვიყვიროთ – მიიშააა შეე *ეეეოოო!

ნუგზარ ჭონქაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების განწყობაზე წერს:

“საოცარია, როგორ აიტაცა ხალხმა ეს თითქოს და ჩვეულებრივი მაგრამ ძალიან მრავლისმეტყველი და ღრმა შინაარსით გამსჭვალული ფრაზა.

თითქოს უცხოა მაგრამ როგორ გამოკვეთილად უხდება ყველა ვითარებას და გარემოს. სადაც არ უნდა იყო რასაც არ უნდა აკეთებდე ყველგან და ყველაფერში ჯდება. სწორედ ამაშია მისი უნიკალურობა. როდესაც ეს ფრაზა ისმის, ისეთი განცდა გეუფლება რომ ირგვლივ მყოფთა უმრავლესობისთვის მისი მნიშვნელობა უცნობია მაგრამ ხვდები რო მყისვე ყველა იგებს მის შინაარს. არ სჭირდება ამას რომელიმე ენის ან ეთნოკულტურის ცოდნა, ჩვეულებტივი დილეტანტისთვისაც კი გასაგებია თუ რას გულისხმობენ როდესაც ამ ფრაზას ამბობენ. ყველაფერი გენიალური, მარტივია უთქვამს ბრძენს და სწორედ ამ სიმარტივეში და უბრალოებაში არის ის ზებუნებრივი აღტკინება რასაც განიცდი. ადამიანს თუ ერთხელ მაინც წარმოგითქვამს ეს ფრაზა, თვლი რომ ცხოვრება ღირდა და საოცარი სიამაყით ივსები რადგან იცი რომ ეს სლოგანი შენს ეპოქაში შეიქმნა.

“მიშა შე *ეო” – რაოდენ აღტაცებით ამბობენ, როგორი სითბო და სიხარული გეუფლება როდესაც ყურში გხვდება ასო-ბგერათა ეს თანმიმდევრობა.

“მიშა შე *ეო” – როგორ სწრაფად თავისუფლდები დიდი ტვირთისგან რომელსაც ამდენ ხანს ატარებდი.

“მიშა შე *ეო” – როგორი დიდებული რითმი და მელოდიაა თითქოსდა ამ უბრალო გამოთქმაში. თვალწინ გაგირბენს განვლილი უდაბნო და უცებ წინ წალკოტი გადაგეშლება.

“მიშა შე *ეო” – როგორ აიტაცა ხალხმა და რამხელა ყურადღების გამოხატვას ცდილობენ ამით.

ისმის ყველგან, ცაში, ზღვაში, მიწაზე თუ მიწის ქვემოთ. და საოცარია როგორ უხდება ყველა ვითარებას.

მე ვფიქრობ როგორც ჰიმნი ვიმღერეთ მთელმა საქართველომ ერთად 26 მაისს, ერთ დღესაც ზუსტად მასე უნდა დავდგეთ ყველა, ხელები აღვაპყროთ ზევით და ერთად ვიყვიროთ – მიიშააა შეე *ეეეოოო!” – წერს ჭონქაძე