პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც გზის შუა ნაწილია დაგებული. თაკო ჩარკვიანი ამაში „ოცნებას“ ადანაშაულებს და წერს:
“სიგრძეზე დაგებული ”ასფალტი” ვაააახ ,რა იდიოტი ხელისუფლება გვყავს-სიგანეზე არაო. მარტო სიგრძეზე დაგვავალეს დაგებაო.” ოცნებავ” ისაუბრეთ ახლა მიშას 9 წელზე, აბა ჰეე ….არა, ეს ხომ უნდა მოგივიდეს თავში?!….“
ჩარკვიანი წერს, რომ ფოტო ხაშურშია გადაღებული თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული ფოტო 2017 წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემას აქვს გამოქვეყნებული და მასზე დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, ბაქოს ქუჩის მონაკვეთია ასახული, სადაც წყლის გაყვანილობის მილი გამოცვალეს და ასფალტი ასე დააგეს.
"ოცნებას" მაგრა გაუმართლა, რომ თაკოს ოსვენციმის ფოტო-კადრები არა აქვს ნანახი, თორემ მერე გენახათ მაგისი აღშფოთება - ნახეთ, რას გვიშვრება ეს მთავრობაო!.. :))))