რამდნეიმე დღეა ერთი ამბავია ატეხილი „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად ბახმაროში მიწა გადაეცაო

რამდნეიმე დღეა ერთი ამბავია ატეხილი „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად ბახმაროში მიწა გადაეცაო

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი “ორბი ჯგუფისთვის” ბახმაროში 1ლარად გადაცემული მიწის შესახებ წერს:

“რამდნეიმე დღეა ერთი ამბავია ატეხილი „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად ბახმაროში მიწა გადაეცაო.

არც „ორბი ჯგუფში“ ვიცნობ ვიინმეს და ამ ხელისუფების ადვოკატიც რომ არ ვარ, ობიექტური ადმაინი, დამემომწება (პოლიტკურად ანგაჟირებულების აზრი არ მაინტერესებს), მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა რაშია ვერ მივხდი. (ამ პოსტსს რატომ ვწერ, ისიც არ ვიცი, მაგრამ ზოგადად რაღაც უსამრთლობას რომ ვხედავ, ვერ ვითმენ)

თუ იმაზე ვდარდობთ, 1 ლარად რატომ მიცაო, ეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ ინვესტორების მოსაზიდად დმაკვიდრებული პრაქტიკაა და , თუ მას სინდისიერად გამოიყენებ, ძალიან სასარგებლოც. 1 ლარად გადაცმა არ გულისმხობს ჩუქებას. გულისმხობს გადაცემას გარკვეული საინვესტიციო ვლადებულებებით (ამ შემთხევაში მგონი საუბარია 50 მილიონზე). ეს იმ დროს ხდება, როდესაც სახელმწიფოს ქონების გაყიდვაში აღებულ ფულს იქ მსხვილი ინვესტიცია ურჩევნია. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ინვესტორი საბაზრო ფასად იყიდის და ამავე დროს მსხვილ ინვესტიციასაც განახორცეებს, მაგრამ ყოველთის არ არის ასეთი ინტერესი, თან როცა საბზრო ფასად ყიდულობს, ამდენ ვალდეულებასაც ვერ ჩაუდებ (თუ თქვენ იცით სხვა ინვესტორი, ვინც მზად იყო, ბახმაროში მიწა საბზრო ფასად ეყიდა და თან 50 მილიონის ინვესტიცია განეხორციელბეინა, მაშინ შეგვიძლია სუფთა სინდისით ვაგინოთ ხელისუფლებას).

თუ იმაზე დარდობთ, ეს კონკრეტული კომპანია ბათუმის მსგავსად ბახმაროშიც უზარმაზარ ცათამბრჯენებს ააშენებსო, ეს წამროუდგენელი ამბავი მგონია. თან როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში გნამარტავენ, უკვე არსბეობს ბახამროს განვითარების გენერლაური გეგმა და იმ ჩარჩოს ვერავინ გაცდებაო.

ამიტომ თუ ეს ყველა პირობა შესრულდება, აქედან მხოლდო შეიძლება სასიკეთო რამ, კუროტის განვითარება მივიღოთ.” – წერს მეტრეველი