ანაკლიის პორტის საბოტირება ნებისმიერი ფორმით, არის სისხლის სამართლის დანაშაულია. უნდა ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯოს როგორც შემსრულებელი, ასევე დამკვეთი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანაკლიის პორტის სახელმწიფო პრიორიტეტული სტატუსი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, მისი საბოტირება, ნებისმიერი ფორმით, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, უნდა აღიძრას საქმე, ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯოს როგორც შემსრულებელი, ასევე დამკვეთი “, - წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.
ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა ასევე კომპანიამ "ეიპიემ ტერმინალს ფოთი“. "ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
"ეიპიემ ტერმინალსმა“ "ფოთის საზღვაო ნავსადგური“ 2011 წლის აპრილში შეისყიდა.