რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ეხმიანება

რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ეხმიანება

რუსეთის საგარეო საქმეთა მსამინისტროს წარმომადგენელი  მარია ზახაროვა, უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ფეისბუქში გამოეხმაურა.

“სააკაშვილმა თქვა, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტთან და ახალ გუნდთან ერთად ახალი უკრაინის აშენება სურს. ისევ? ისევ ახალი უკრაინა? ახლა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ დაიწყება ახალი ქვეყნის დიადი მშენებლობა? 2014 წლიდან რა ააშენეს? ან მანამდე, იუშჩენკოს დროს?“ – წერს ზახაროვა.