“უახლოეს ხანში ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსულს, ოღონდ, გაცილებით მეტი ადამიანი დახვდება მას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ გვინდა იმისთვის რომ უბრალოდ, მშვიდობიანად მოვაცილოთ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სადავეებს. იმისათვის რომ ჩვენ არ დავკარგოთ დრო, მიხეილ სააკაშვილმა მოასწრო და თქვა, რომ უკრაინაში და სხვაგან არ ბრუნდება შურისძიებისთვის და ანაგრიშსწორებისთვის.”,-განაცხადა გია ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველო დღეს მძიმე ვითარებაშია. ქვეყანა გადასარჩენია, გადარჩენის ერთადერთი საშუალება კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაა.
“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არის აუცილებელი, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. მე არ მინდა საქართველოს ვინმეს გადასარჩენი საქმე ჰქონდეს. ჩვენ ვართ გადასარჩენად მყოფი სახელმწიფო, რომელიც ამ სახელმწიფოებრიობას კარგავს”, – აცხადებს ბარამიძე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა.