მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები

მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები

ყველა დამნაშავის ექსტრადირების პროცესზე მუშაობა გრძელდება, – ასე უპასუხა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტების კითხვას, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე გაიგზავნება თუ არა მორიგი მოთხოვნა უკრაინის პროკურატურაში.

„არ დაგეთანხმებით, რომ რამდენჯერაც გაიგზავნა, იმდენჯერ უარი არ იყო. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. ყველა დამნაშავესთან მიმართებაში აღნიშნული პროცედურები გაგრძელდება და დამნაშავე, რომელიც წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე ბუნებრივია, ის პასუხს აგებს“, – განაცხადა თადუმაძემ.