შენი “გრუზავიკი” გარაჟში დატოვე და ცოტა ფეხით გაისეირნე

შენი “გრუზავიკი” გარაჟში დატოვე და ცოტა ფეხით გაისეირნე

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე “ფესბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“არ უნდა ახლა ამას ბევრი ბალალაიკა – ის რაც დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე არის ძალიან საჭირო და შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

“მოსაზრებები” პროვინციული აზროვნების აქცენტით – აუუუ კიდე დაკეტილია და ჯაან ტეხავს რაა, არის ს**ობა.

ხომ ხედავ სამუშაოები მიმდინარეობს, ჰოდა, თუ მართლა აუცილებელი საქმე არ გაქვს, ეგ შენი “გრუზავიკი” გარაჟში დატოვე და ცოტა ფეხით გაისეირნე. ნაკლები ტყვიაც იქნება ჰაერში და ქალაქსაც დაათვალიერებ.

ისე რომ იცოდე, მართლა კარგი რაღაცეები შეემატა და თვალი რომ შეავლო, ურიგო არ იქნება”, – წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.  გამზირის რეაბილიტაცია 6 თვეში დასრულდება.