ჩუღურეთის რაიონში, დიღომბარის N5-ში, მეწყერსაშიშ მონაკვეთზე, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
რაიონში საყრდენი კედელი კიდევ ექვს მისამართზე ეწყობა:
✅დიღომბარის N17
✅აგარის N15
✅ლარეხის მე-2 შესახვევი N18
✅ართვინის მე-2 ჩიხი N4
✅ბაგრატიონის N51 ა
✅ართვინის 39-41
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.