აშშ ვარაუდობს რომ რუსეთი ბირთვულ ცდებს ატარებს

აშშ ვარაუდობს რომ რუსეთი ბირთვულ ცდებს ატარებს

რუსეთი სავარაუდოდ ფარულად ატარებს დაბალი სიმძლავრის ბირთვულ ცდებს, მისი მიზანი კი ბირთვული არსენალის განახლებაა. ამ ვარაუდს აშშ-ის დაზვერვა გამოთქვამს.

აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის რობერტ ეშლის განცხადებით, რუსეთი ბირთვული ცდების შესახებ მორატორიუმს არ იცავს.

აშშ ვარაუდობს, რომ რუსეთი არღვევს ბირთვული იარაღის საყოველთაო აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას.

თავის მხრივ, რუსი გენერალი ვლადიმირ შამანოვი აღნიშნავს, რომ ბირთვული იარაღის ცდების ფარულად ჩატარება შეუძლებელია.