მექსიკაში ავარიას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ავარიას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ავტობუსს, რომელსაც კათოლიკე მომლოცველები გადაჰყვდა, სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ვერაკრუსის შტატში მალტრატას მუნიციპალიტეტთან ახლოს მოხდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსი გზიდან გადავიდა, რის შემდეგაც ის გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.