ბუდაპეშტში ტურისტული კატერის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

ბუდაპეშტში ტურისტული კატერის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდინარე დუნაიში ტურისტული კატერი ჩაიძირა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი, 19 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ BBC წერს.

კატერში 33 ადამიანი, ძირითადად კი სამხრეთ კორეელი ტურისტები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა.

გავრცელებული ცნობით, კატერს სხვა გემი შეეჯახა, რის შემდეგაც ის გადაბრუნდა. დაკარგულების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.