შალვა შავგულიძეს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო აგიტაცია სრულყოფილად ჩაატაროს

შალვა შავგულიძეს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო აგიტაცია სრულყოფილად ჩაატაროს

ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო აგიტაცია სრულყოფილად ჩაატაროს. ბლოკის წევრის სანდრო ბარამიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიამ თვითნებურად ჩამოხსნა შალვა შავგულიძის ბანერები, რის შემდეგაც ბლოკმა მერიას ნებართვით მიმართა, რომ აღნიშნული ბანერები დაეკიდებინა. როგორც სანდრო ბარამიძემ განმარტა, გუშინ, თბილისის მერიისგან მიიღეს პასუხი, რომ მერიას სჭირდება საკითხი განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის რეჟიმში და ასევე კულტურული მემკვვიდრეობის დაცვის რეჟიმში, ამისთვის კი დროს 4 ივნისამდე იღებს.

სოციალისტი ....რის შემდეგაც ბლოკმა მერიას ნებართვით მიმართა, რომ აღნიშნული ბანერები დაეკიდებინა... ვაა მართლა?! ამ წინადადებთ ვინ ვის მიმართა გაურკვეველია (ნახეთ ერთი რა წერი?! იქნებ ინგლისურიდან თარგმნეთ?) ))) მერე თუ მიმართეთ რომ ეს ბანერები დაეკიდებინა, და თუ დაიკიდა მერიამ რაღა გიკვირთ, რატომ წიწმატობთ??!!
6 წლის უკან
tngh "მთაწმინდაზე" ამომრჩევლების მოსყიდვა მარწყვით, ბალით და ალუჩით მიდის... კარტოფილი და ხახვი აღარ ჭრის...
6 წლის უკან
tngh აი, ეს ბანერები, რომ არ ჩამოეხსნათ, შ. შავგულიძე 100%-ით გაიმარჯვებდა. ეხლა, ცოტა საეჭვოა...
6 წლის უკან