ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონაში მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანი გამოასახლეს. მათ შორის იყვნენ ქართველებიც. საქართველოს 79 მოქალაქიდან 28 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს. გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.
პოლიციაში აცახდებენ, რომ შენობაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი იყო. გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში.
აპრილში ამავე შენობაში ჩატარებული სპეცოპერაცის დროს დააკავეს 53 ადამიანი, რომელთაც „ქართველი კანონიერი ქურდების ბანდის წევრობაში ადანაშაულებდნენ“.