ქართველი ერი სააკაშვილს 2020 წელსაც გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს

ქართველი ერი სააკაშვილს 2020 წელსაც გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ გადამატებული აჟიოტაჟია ქვეყანაში ამის გამო.

მისივე თქმით, უკრაინის გადასაწყვეტია, თუ ვის მისცემს, წაართმევს ან დაუბრუნებს მოქალაქეობას, თუმცა მას, უკრაინა მიხეილ სააკაშვილისთვის არ ემეტება.

“უკრაინა ნამდვილად არ მემეტება მიხეილ სააკაშვილისთვის, რადგან ამ ადამიანმა რამდენჯერმე დაამტკიცა, თუ როგორი დიდოსტატია ინტრიგებისა და პროვოკაციების. მიხეილ სააკაშვილს თუ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნეს, ამით საქართველოში ნამდვილად არაფერი არ იცვლება. მე არ ვიცი რა უხარიათ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს, 2012 წლის შემდეგ მან ყველა არჩევნები წააგო და კიდევ წააგებს მთაწმინდაზე, ხოლო 2020 წელს ქართველი ერი მას კვლავ გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დრო წასულია, საქართველო უკან ვერანაირად ვერ დაბრუნდება” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.