ჯერ ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ტელეკომპანია

ჯერ ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ტელეკომპანია "იმედის“ თანამშრომელი

ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ტელეკომპანია "იმედის“ თანამშრომელი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - განუცხადა ყოფილმა პარლამენტარმა და ექსპერტმა ნიკა ლალიაშვილმა "2020NEWS“-ს.

"არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსობა გამორიცხულია. ამაზე საუბარი არც ყოფილა. შესაძლებელია, გადაცემა წავიყვანო“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, "იმედზე“ დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. არხის დირექტორის შეცვლის შემდეგ, ტელეკომპანიაში სხვა საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

როგორც "2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, არხის იდეოლიგიურ-პროპაგანდისტურ-პოლიტიკური მიმართულება ლაშა ნაცვლიშვილს ჩააბარეს, რომელიც აქამდე ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების“ პიარ- მრჩეველი იყო.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი დაინიშნა ნიკა ლალიაშვილი. არხიდან გაუშვეს "იმედი ლაივის“ წამყვანი თეონა გეგელია და ამ დრომდე გაურკვეველია, დარჩება თუ არა არხზე საინფორმაციოს უფროსი ნანა ლეჟავა, რომელიც ამავდროულად, "ქრონიკის“ წამყვანია.

ნანა ლეჟავა დიდი ალბათობით არხს დატოვებს. როგორც "2020NEWS“- თვის ხდება ცნობილი, 19 მაისის არჩევნების წინ, ნანა ლეჟავამ უარი განაცხადა სატელოფონო ჩანაწერის გაშვებაზე, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის კალიფორნიის სახლს და მიშა სააკაშვილის ოჯახის წევრების, თემურ ალასანიას, სანდრა რულოვსის და გიული ალასანიას სატელეფონო საუბრებს.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედის" დირექტორი გოგა კალანდარიშვილი 16 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი ელდარ მდინარაძით ჩაანაცვლეს. P.S "2020NEWS"-ი ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციის დეტალებს აზუსტებ

უ ც ხ ო :
ნანა ლეჟავა როდის აქეთ გახდა მიშას ოჯახის გულშემატკივარი, რომ შეეშინდა მათი ავტორიტეტის შელახვის და უარი განაცხადა ამ ჩანაწერის გაშვებაზე?!
ეს ისეთივე მოულოდნელია და მიუღებელი ჩემთვის, როგორც მისი და კიდევ რამდენიმე კარგი ჟურნალისტი ქალის უდიდესი წვლილის დუფასებლობა "ოცნების" მიერ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლები საერთოდ დაიკიდეს!..
6 წლის უკან