მიშა უკრაინაში გმირულად ბრუნდება და რამდენიმე კვირის ამბავია, სანამ საქართველოშიც ღირსეულად დაბრუნდება

მიშა უკრაინაში გმირულად ბრუნდება და რამდენიმე კვირის ამბავია, სანამ საქართველოშიც ღირსეულად დაბრუნდება

მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს, მას სწამს და სჯერა ამ ქვეყნის თავისუფალი მომავლის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი წერს.

მისი თქმით, საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი ჰყავს, რომელსაც მისი სახით დროებითი შემცვლელი არ სჭირდება.

"საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის. როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად.

ის დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! მანამდე, ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მანდატი ოპოზიციონერის ხელში გადავა – შალვა შავგულიძეს მეც წარმატებას ვუსურვებ 9 ივნისს!

რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში” - წერს სანდრა რულოვსი ფეისბუკზე, თავის ოფიციალურ გვერდზე.

რულოვსის თქმით, ოპოზიციის ორთვიანმა ბრძოლამ ზუგდიდში თავისი შედეგი გამოიღო და მოქალაქეები დაარწმუნა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

“ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იცხოვროს ისეთ გაჭირვებასა და უუფლებობაში, როგორიც ვნახეთ ზუგდიდში და რაც არის მთელს საქართველოში. მოთმინების ფიალა ივსება. უკვე იგრძნობა, რომ ხალხი უფრო და უფრო ძლიერი საპროტესტო ხმით დაიცავს საკუთარ უფლებებს. ამის ნიშნებს ვხედავთ ყველგან, ბოლო კვირაში მაგალითად ჭიათურაში, სხვაგანაც.

მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და, რომ ცვლილება მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა გაფორმდეს.

მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე” – ამბობს რულოვსი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა.

 

 

amo ისე აშენდა თქვენი ჯიში და ჯილაგი
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com უსირცხვილო!!!...
5 წლის უკან