"ჩემი ბრძოლა გაგრძელდება სამართლიანობისთვის და მივალ იმ შედეგამდე, რისთვისაც ვიბრძვი"

ვიცოდი, რომ თემირლანის საქმეზე საგამოძიებო კომისიას არ შექმნიდნენ, მე მქონდა მოლოდინი, რომ უარს მეტყოდნენ და ზუსტად როგორც ვფიქრობდი, ისე მოხდა, - ამის შესახებ “2020NEWS”-ს პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იგი არ შეწყვეტეს ბრძოლას, რათა აღნიშნულ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.

“ვიცოდი, რომ თემირლანის საქმეზე საგამოძიებო კომისიას არ შექმნიდნენ, მე მქონდა მოლოდინი, რომ უარს მეტყოდნენ და ზუსტად როგორც ვფიქრობდი ისე მოხდა. მე პირადად მივმართე 150 დეპუტატს  წერილობით, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიციები, ან რატომ იქნებოდნენ წინააღმდეგი კომისიის შემქნისა ან პირიქით, დღეს კი გამოჩნდა, რომ მე მივიღე სრული უარი.

ჩემი ბრძოლა იმით არ განისაზღვრებოდა, შეიქმნებოდა თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება სამართლიანობისთვის და მივალ იმ შედეგამდე, რისთვისაც ვიბრძვი“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

30 მომხრე - 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტით პარლამენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.